,,ასე მოქცევა არ შეუძლია, ეს თეატრალური კლუბი არ არის'' - ანჩელოტი ენდრიკზე
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ხეტაფესთან'' მოგების შემდეგ, ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ენდრიკზე ისაუბრა.
მატჩის 54-ე წუთზე ბრაზილიელი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და გოლის გატანა ბურთის თავზე გადაგდებით სცადა, რაც არ გამოუვიდა. რამდენიმე წუთში იტალიელმა სპეციალისტმა ახალგაზრდა შემტევი მოედნიდან გაიყვანა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეპიზოდში ენდრიკი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
,,ენდრიკს ამის გაკეთება არ შეუძლია! ის ახალგაზრდაა და უნდა ისწავლოს, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. მან მთელი ძალით უნდა დაარტყას, ეს თეატრალური კლუბი არ არის...'' - კარლო ანჩელოტი
მიმდინარე სეზონში ენდრიკის ანგარიშზე მადრიდის ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
😵 ¿PALAZO de ANCELOTTI a ENDRICK?
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) April 23, 2025
💥 "Tiene que aprender, debe tirar lo más fuerte posible y no hacer filigranas".
📺 #ChiringuitoMadrid 📺 pic.twitter.com/pH610Wk6SD