არტიომ ძიუბა: "რუსეთს და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ბოლომდე მხარს ვუჭერ"
მოსკოვის "ლოკომოტივის" და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელმა, არტიომ ძიუბამ რუსეთისა და უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ვლადიმირ პუტინს მხარს უჭერს.
"მე მჯერა ჩემი ქვეყნის, ვარ პატრიოტი და მიყვარს ჩემი ქვეყანა. ისტორია მომავალში გლობალურ დონეზე გაასამართლებს ყველაფერს. ახლა მე მთლიანად ვარ ჩემი პრეზიდენტის, პუტინის მხარდამჭერი და და ამას არც კი ვმალავ.
მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ასეთი ვარ, ჩემი ცხოვრებით, ბოლომდე ვიქნები ჩემი ქვეყნის გვერდით.
მოგვიანებით ისტორია გაასამართლებს ვინ არის მართალი და ვინ არასწორი, მე კი ბოლომდე მჯერა, რომ ჩვენ ვართ მართლები", - თქვა რუსეთის ნაკრების ფორვარდმა.
არტიომ ძიუბას, რომელსაც კარიერის განმავლობაში არაერთი რუსული კლუბის, მათ შორის მოსკოვის "სპარტაკის", "ტომსკის", "როსტოვის", ტულას "არსენალის", სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" და ასევე თურქული "ადანა დემირსპორის" შემადგენლობაში უთამაშია, რუსეთის ნაკრებში 55 მატჩი აქვს ჩატარებული და 30 გოლი გატანილი.