Belive

არტეტა: ,,რეალთან მატჩის შედეგი თავდაჯერებას გვმატებს''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ,,პსჟ-სთან'' ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ეს მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია:

,,დიახ, ალბათ, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ენერგია იგრძნობა... გულშემატკივრებისგან იმაზე მეტი გვჭირდება, ვიდრე ეს რეალთან შეხვედრაში იყო. რაღაც ისეთი გვინდა, რაც აქამდე არ გვინახავს. იმედი მაქვს, ყველა ვინც სტადიონზე მოვა, ენერგიას შეგვმატებს.

ყველამ ნახა, როგორ მოვემზადეთ რეალთან მატჩისთვის, არც ხვალ შეიცვლება რამე, ამ სეზონში დავამტკიცეთ, რომ ადაპტაცია შეგვიძლია. პსჟ ძალიან კარგად დაბალანსებული გუნდია, რომელშიც არაერთი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს. ისინი დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევენ და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

გასვლითი შეხვედრა პარიზში? წარსულის გათვალისწინებით, ბერნაბეუზე სტუმრად თამაში, ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდაა, ჩვენ კი ეს დავძლიეთ. რეალთან მატჩის შედეგი თავდაჯერებას გვმატებს.

ჩემპიონთა ლიგის მოგება? აქ ვართ იმისთვის, რომ ისტორია დავწეროთ და ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. უბრალოდ, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. იმედი მქონდა და ვოცნებობდი, რომ ამას შევძლებდით.'' - მიკელ არტეტა

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ლონდონის ,,არსენალს'' ესტუმრება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები