Belive

არტეტა მარტინელის გოლზე: 'მისი თვალებისთვის რომ შეგეხედათ, თქვენც შეიყვანდით'

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ იცოდა, გაბრიელ მარტინელი ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ გოლს გაიტანდა. „მეთოფეების“ თავკაცმა ბრაზილიელი მეორე ტაიმში შეიყვანა მოედანზე და მან ანგარიში სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლიდან სულ რაღაც 36 წამში გახსნა.

სათადარიგო სკამს შევხედე და მისი თვალები დავინახე, ეს რომ გენახათ, თქვენც შეიყვანდით. მივხვდი, რომ ის მზად იყო.

ეს შემართება ძალიან დაგვეხმარება მომავალში, ეს განსაზღვრავს ჩვენი სეზონის ხარისხს. წელს შემცვლელი მოთამაშეები უფრო მნიშვნელოვანი იქნებიან, ვიდრე სასტარტო შემადგენლობა. მომწონს ეს. ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ყველა ჩვენგანისგან მჭირდება.

ემოციურად ყოველთვის ძალიან რთულია მოთამაშეების სკამზე დატოვება. ვიცი, რამდენად სურთ მათ ამ ტურნირზე თამაში. ყოველთვის, როცა შემადგენლობას ადგენ, ბევრ მოთამაშეს იმედს უცრუებ და ამას განვიცდი. - განაცხადა მიკელ არტეტამ

მარტინელის გოლით „მეთოფეებისთვის“ ახალი ისტორია დაიწერა. მისი გოლი, რომელიც მოედანზე შესვლიდან სულ რაღაც 36 წამში გაიტანა, არსენალის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია შეცვლაზე შესული მოთამაშის მიერ. ტროსარი და მარტინელი ასევე არის არსენალის პირველი დუეტი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, შეცვლაზე შესვლისას, ერთმანეთს გაატანინეს.

არსენალმა შეხვედრა 0:2 მოიგო.

სხვა სტატიები