არსენალმა რეკორდული თანხა გადაიხადა - რაისი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია
ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, დეკლან რაისი კარიერას ,,არსენალში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ლონდონური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
,,პირველ ყოვლისა, მინდა, არსენალის ქომაგებს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.
ისეთი დიდი გუნდი, როგორიც არსენალია ჩემით დაინტერესდა, რაზეც უარის თქმა ნამდვილად გამიჭირდა. დარწმუნებული ვარ გუნდში, რომელსაც არტეტა აშენებს და აქ თამაშს მოუთმენლად ველი. როგორც ფეხბურთელი, აქ დიდი წარმატებისთვის და საუკეთესო წლების გატარებისთვის მოვედი,'' - განაცხადა რაისმა.
ინგლისური მედიის ცნობით, ,,არსენალმა'' რაისის სანაცვლოდ 122 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
24 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ,,ვესტ ჰემის” მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Declan Rice is the most expensive British football player of all-time 💰 pic.twitter.com/jePBDD0u1o
— ESPN FC (@ESPNFC) July 15, 2023