Belive

არსენალმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის სათავეში ტურიდან-ტურამდე სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება. 27 განვლილი ტურის შემდეგ, "ლივერპულს" 63, "სიტის" 62, ხოლო "არსენალს" 61 ქულა აქვს.

"არსენალმა" 27 ტური ბოლოადგილოსან "შეფილდთან" დაპირისპირებით დახურა და გამანადგურებელი ანგარიშით 0:6 გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით კი "მეთოფეები" პრემიერ ლიგის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდნენ.

კეძოდ, "არსენალი" პრემიერ ლიგის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 3 გასვლით მატჩში 5+ გოლის გატანა შეძლო.

მათ ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში "ვესტ ჰემი" 0:6 დაამარცხეს, "ბარნლის" 0:5 მოუგეს ხოლო "შეფილდი" 0:6 გაანადგურეს.

შემდეგ ტურში "არსენალი" შინ "ბრენტფორდს" დაუპირისპირება, ტურის ცენტრალური მატჩი კი 10 მარტს "ენფილდზე" გაიმართება, სადაც პირველადგილოსანი "ლივერპული" 1 ქულაში მყოფ მანჩესტერ "სიტის" შეხვდება.

სხვა სტატიები