Belive

არსენალის ყოფილი ფეხბურთელი ჰოსპიტალიზირებულია და სიცოცხლისთვის იბრძვის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. "მეთოფეების" ყოფილი ფეხბურთელი კენი სანსომი საავადმყოფოშია გადაყვანილი და სიცოცხლისთვის იბრძვის. ინგლისელმა ფეხბურთელმა თავის მძიმე დაზიანება მიიღო. ბოლო პერიოდში კენი საკმაოდ ბევრს სვამდა და დაზიანება სწორედ ნასვამ მდგომარეობაში მიიღო. მედიკოსების თქმით მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ჯერჯერობით დანამდვილებით ვერანაირ იმედს ვერ იძლევიან. სანსომი "არსენალის" რიგებში 8 წლის განმავლობაში ასპარეზობდა.(1980/1988) და ამ ხნის განმავლობაში 394 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გარდა "არსენალისა", კენი პრემიერ ლიგის სხვა გუნდებშიც ასპარეზობდა. "ნიუკასლი", "კრისტალ პალასი", "ევერტონი" და ა.შ.

სხვა სტატიები