Belive

არსენალის, ლივერპულისა და იუვენტუსის ყოფილი მეკარე ტრაგიკულად დაიღუპა

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის, ლონდონის არსენალისა და ტურინის იუვენტუსის ვეტერანი მეკარე, ავსტრიელი ალექს მანინგერი ტრაგიკულად დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 48 წლის ავსტრიელი მშობლიურ ქალაქ ზალცბურგში, ნუსდორფ ამ ჰაუნსბერგთან ახლოს, რკინიგზის რელსებთან ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების დროული რეაგირების მიუხედავად, ვეტერანი მეკარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კარიერის განმავლობაში, ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე სერია A-ში, ლა ლიგაში, ბუნდესლიგასა და პრემიერ ლიგაში თამაშობდა. მას ლონდონის არსენალის, ლივერპულის, ესპანიოლის, ფიორენტინას, ჩეზენას, ბოლონიას, ტორინოს, სიენას, ბრეშა, ტურინის იუვენტუსის, უდინეზესა და აუგსბურგის შემადგენლობაში ჰქონდა ნათამაშები.