არსენალის ჯოჯოხეთი გრძელდება - ჰავერცი სეზონის დარჩენილ პერიოდს გამოტოვებს
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტის - ️ დავიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" გერმანელმა შემტევმა - კაი ჰავერცმა, დუბაიში "არსენალის" შეკრების დროს, ბარძაყის არეში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას დარჩენილი სეზონის სრულად გამოტოვება მოუწევს.
🚨 Kai Havertz set to miss rest of season through injury. Arsenal forward suffered torn hamstring during training at #AFC camp in Dubai. Unclear if 25yo Germany international will require surgery but focus is getting fit for 2025-26 campaign @TheAthleticFC https://t.co/ItOTRkSsxI
— David Ornstein (@David_Ornstein) February 12, 2025
ეს კი ძალიან დიდი დარტყმაა მიკელ არტეტასთვის, რომელიც ურთულეს მდგომარეობაშია. "არსენალმა" იანვარში ფოვარდი - გაბრიელ ჟესუსი დაკარგა და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება იგი მოედანზე. გარდა ჟესუსისა, ასევე ტრავმირებულები არიან: ბუკაიო საკა და გაბრიელ მარტინელი.
ბოლო მონაცემებით, "მეთოფეებს" მხოლოდ 3 შემტევი ჰყავთ, რომელთაც თამაში შეუძლიათ: ლეანდრო ტროსარი, ეთან ნვაერი და რაჰიმ სტერლინგი.
❌ Bukayo Saka
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) February 12, 2025
❌ Gabriel Jesus
❌ Kai Havertz
❌ Gabriel Martinelli
✅ Leandro Trossard
✅ Ethan Nwaneri
✅ Raheem Sterling
Arsenal's only fit attackers right now. 😤 pic.twitter.com/aDTxyYj0wM
აქვე შეგახსენებთ, რომ კაი ჰავერცს პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 9 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული, "არსენალი" კი პრემიერ ლიგის გათამაშებაში 24-ტურის შემდეგ მე-2 პოზიციაზე იმყოფება.