Belive

არსენალის გულშემატკივარი როი კინს თავს დაესხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას - როი კინს "არსენალის" გულშემატკივარი თავს დაესხა, თავდამსხმელის განეიტრალება კი მიკა რიჩარდსმა შეძლო. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც კინი "ემირეიტსის" სტადიონზე მატჩის შემდგომი ჩართვისთვის ემზადებოდა.

"Daily Mail" ირწმუნება, რომ მას დაუპირისპირდა მამაკაცი დასავლეთის ტრიბუნიდან, რომელიც ლეგენდარულ ფეხბურთელს დაპირისპირების ადგილთან დიდი ხანი ელოდა. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, როი კინს დაზიანებები მკერდზე და ნიკაპის არეში ჰქონდა მიყენებული. 

ამ ფაქტის შესახებ ლონდონის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოკადრებში თავდამსხმელის იდენტიფიცირება მარტივად ამოსაცნობია, იგი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. 

"პოლიცია იძიებს თავდასხმას, რომელიც, "Emirates Stadium"-ზე არსენალი-მანჩესტერის მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. ამ ეტაპისთვის დაკავებული არ არის არცერთი ადამიანი, თუმცა ლონდონის პოლიცია ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს..." - ვკითხულობთ ლონდონის პოლიციის განცხადებაში

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როი კინზე თავდასხმის შემდეგ, თავდამსხმელი ყოფილმა ფეხბურთელმა და "Sky Sports"-ის ამჟამინდელმა ჟურნალისტმა - მიკა რიჩარდსმა გაანეიტრალა. 

სხვა სტატიები