ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, პრაღის "სლავიამ" "არსენალს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით - 0:4 დამარცხდა.
მიკელ არტეტას გუნდი ბოლო მატჩებში კარგ თამაშს აჩვენებს და ეს უკვე შედეგშიც აისახა - "მეთოფეებმა" 1932 წლის რეკორდი გაიმეორეს. საქმე ისაა, რომ ლონდონურმა კლუბმა ბოლო ოთხ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მეტოქის კარი სულ მცირე სამჯერ აიღო, რაც 1932 წლის დეკემბრის შემდეგ არ მომხდარა.
პრაღის "სლავიასთან" გამარჯვებამდე, "არსენალმა" "შეფილდ იუნაიტედს" მოუგო (3: 0), "ვესტ ჰემთან" შეხვედრა ფრედ დაასრულა (3:3) და "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა (3:1).
ლონდონური კლუბი ნახევარფინალურ ეტაპზე თავისი ყოფილი მწვრთნელის, უნაიემერის გაწვრთნილ "არსენალს" დაუპირისპირდება. ეტაპის პირველი შეხვედრა 29 აპრილს, საპასუხო მატჩი კი 6 მაისს გაიმართება. ტურნირის ფინალი 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება.