არნე სლოტი: "ლივერპული ზაფხულში კარგ ფეხბურთელებს გაყიდის"
კრიტიკის ქარცეცხლში მყოფი არნე სლოტი, გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ, „კარგი მოთამაშეები“ ლივერპულს დატოვებენ.
ლივერპულის მწვრთნელმა, არნე სლოტმა აღიარა, რომ კლუბის „გაყიდვა ყიდვისთვის“ პოლიტიკა ზაფხულში ამოქმედდება. „წითლებმა“ სეზონი პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით დაიწყეს, მაგრამ მიმდინარე სეზონს ტიტულის გარეშე დაასრულებენ, რაც „კარგი მოთამაშეების“ წასვლას გამოიწვევს.
კარგია, რომ ალექსი (ისაკი) დაბრუნდა და შეუძლია თამაშის დაწყება. ბევრჯერ ითქვა, რომ კლუბი გარდამავალ პერიოდშია. კლუბმა რვა ან ათი ფეხბურთელი გაყიდა, რათა ხუთი ან მეტი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელის დასამატებლად ფული ეშოვა.
ჩვენ ახლაც უნდა გავყიდოთ და ვიყიდოთ. უფასო ტრანსფერებით ზოგიერთ მოთამაშეს ვკარგავთ. ზაფხულში დიდი გამოწვევაა, მაგრამ კლუბმა აჩვენა, რომ ეს მოდელი მუშაობს. როგორც არაერთხელ ვთქვი, მომავალი ძალიან კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით თუ ამ ზაფხულს, კარგი მოთამაშეების წასვლის შემდეგ ფეხბურთელებს დავიმატებთ. - განაცხადა არნე სლოტმა
კლუბის ლეგენდები, მოჰამედ სალაჰი და ენდი რობერტსონი, კონტრაქტების ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტების სტატუსით წავლენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მომავალი რეკონსტრუქციის ერთადერთი ცნობილი მსხვერპლი იყვნენ. იბრაჰიმა კონატეც თავისი კონტრაქტის ვადის ამოწურვის პირასაა, ხოლო კურტის ჯონსი და ვატარუ ენდო, ფაქტობრივად, წამსვლელებად მოიაზრებიან.