არნაუტოვიჩმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრა ,,ბენფიკასა'' და ,,ინტერს'' შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.
მატჩში მილანური გუნდის თავდამსხმელმა, მარკო არნაუტოვიჩმა ერთი გოლის გატანა შეძლო და უნიკალური შედეგი დააფიქსირა.
საქმე ისაა, რომ ავსტრიელის მიერ ჩეპიონთა ლიგაზე გატანილი ბოლო გოლიდან 4740 დღე იყო გასული, ასეთი სხვაობა გოლებს შორის კი ლიგის ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.
არნაუტოვიჩმა ,,ბენფიკასთან'' გატანილ გოლამდე თავი ბოლოს 2010 წლის დეკემბერში გამოიჩინა, როცა ,,ვერდერის'' მაისურით ,,ინტერის'' კარი აიღო.
Arnautovic has broken a Champions League RECORD.
— Italian Football TV (@IFTVofficial) November 29, 2023
He’s scored his first UCL goal in 4740 days (2010 vs Inter) - the longest gap between goals in the competition’s history.
📊 @OptaPaolo pic.twitter.com/FwSy9Ku7A9