არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის 34 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: ემილიანო მარტინესი, ფრანკო არმანი, ვალტერ ბენიტესი, ხუან მუსო.
მცველები: გონსალო მონტიელი, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს აკუნია, ხუან ფოიტი, ნაუელ მოლინა, კრისტიან რომერო, ხერმან პეცელა, ნიკოლას ტალიაფიკო, ლუკას ესკიველი, მარკო პელეგრინო, ლუკას მარტინეს კუარტა.
ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი, ალექსის მაკ ალისტერი, როდრიგო დე პაული, ენცო ფერნადესი, ჯოვანი ლო სელსო, გვიდო როდრიგესი, ეზეკიელ პალასიოსი, კარლოს ალკარასი, ტიაგო ალმადა, ბრუნო საპელი, ანხელ დი მარია.
თავდამსხმელები: ლუკას ბელტრანი, ნიკოლას გონსალესი, ალეხანდრო გარნაჩო, ლეო მესი, ფაკუნდო ფარიასი, პაულო დიბალა, ლაუტარო მარტინესი, ხულიან ალვარესი.
ოქტომბერში არგენტინის ეროვნული ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს - სკალონის გუნდი 13-ში პარაგვაის უმასპინძლებს, 18-ში კი პერუს ესტუმრება.
#SelecciónMayor Lista de convocados 🇦🇷 para los próximos encuentros ante Paraguay y Perú, correspondientes a la Fecha FIFA de Eliminatorias. pic.twitter.com/W5pReELCAK
— 🇦🇷 Selección Argentina ⭐⭐⭐ (@Argentina) October 5, 2023