Belive

არგენტინის ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ივნისში ჩანიშნული ამხანაგური მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

10 ივნისს ,,ალბისელესტე'' ეკვადორს შეხვდება, 14-ში კი - გვატემალას. ორივე მატჩი აშშ-ში გაიმართება.

მეკარეები: ემილიანო მარტინესი, ფრანკო არმანი, ხერონიმო რული. 

მცველები: გონსალო მონტიელი, ნაუელ მოლინა, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს აკუნია, კრისტიან რომერო, ლისანდრო მარტინესი, ხერმან პესელა, ნიკოლას ტალიაფიკო, ვალენტინ ბარკო, ლეონარდო ბალერდი, ლუკას კუარტა.

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი, ალექსის მაკ ალისტერი, როდრიგო დე პაული, ენცო ფერნადესი, ჯოვანი ლო სელსო, გვიდო როდრიგესი, ეზეკიელ პალასიოსი, ანხელ დი მარია, ვალენტიკ კარბონი.

თავდამსხმელები: ნიკოლას გონსალესი, ლეო მესი, ანხელ კორეა, ლაუტარო მარტინესი, ხულიან ალვარესი, ალეხანდრო გარნაჩო.

სკალონიმ კოპა ამერიკისთვის, რომელიც 20 ივნისს დაიწყება, 25-კაციანი შემადგენლობა უნდა დაასახელოს.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები A ჯგუფში კანადის, პერუსა და ჩილეს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ და პირველ მატჩს 21 ივნისს, კანადის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები