Belive

არგენტინელმა ფანმა პოლონეთთან მოგების აღნიშვნისას 8 წლის შვილი დაჭრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინელმა გულშემატკივარმა პოლონეთთან ,,ალბისელესტეს'' გამარჯვების აღნიშვნისას იარაღიდან გაისროლა და მისი 8 წლის შვილი დაჭრა. ინფორმაციას El Litoral-ი ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ სანტო ტომეში მოხდა. ტყვია ბავშვს ბარძაყში მოხვდა, რამაც ძლიერი სისხლდენა გამოიწვია. მამა-შვილი მანქანით საავადმყოფოში მიიყვანეს, ბავშვი ექიმებთან დარჩა, მამა კი მაშინვე გაუჩინარდა და გაქცეულია.

დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ჭრილობის სიმძიმის გამო, მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პოლონეთს მოუგო და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა. ლიონელ სკალონის გუნდი მერვედფინალში ავსტრალიას შეხვდება. მატჩი შაბათს, 3 დეკემბერს, გაიმართება.

სხვა სტატიები