არგენტინამ და ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ერთ დღეს მეორედ წააგეს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში არგენტინა შინ ურუგვაისთან დამარცხდა (0:2), ბრაზილიამ კი სტუმრად კოლუმბიასთან წააგო (1:2).
Opta-ის ინფორმაციით, ეს სულ მეორე შემთხვევაა ისტორიაში, როცა არგენტინამ და ბრაზილიამ მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩები ერთსა და იმავე დღეს დათმეს.
მსგავსი რამ პირველად 2015 წლის 15 ოქტომბერს მოხდა, მაშინ ,,ალბისელესტესთან'' ეკვადორმა იმარჯვა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების დამარცხება კი ჩილემ შეძლო.
მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის 5 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს არგენტინა ლიდერობს (12 ქულით), ბრაზილია კი 7 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. 22 ნოემბერს სამხრეთ ამერიკული გრანდები სწორედ ერთმანეთს შეხვდებიან.