დღეს ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები იმართება. "არარატ-არმენიამ" ერევანში "დუდელანჟი" მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ თამაშამდე სომხურმა გუნდმა "საბურთალოს" ბარიერი გაიარა.
"არარატმა" საქართველოს ჩემპიონთან საშინაო მატჩში მარცხის (1:2) მიუხედავად, საპასუხო მატჩის მოგება (2:0) და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.
რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, "არარატი" ლიმამ 22-ე წუთზე დააწინაურა. 68-ე წუთზე სინანიმ საპასუხო გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ "დუდელანჟმა" შედეგიანი ფრე ვერ შეინარჩუნა. შეხვედრის 93-ე წუთზე, "არარატის" ესტონელმა ლეგიონერმა, ილია ანტონოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
საპასუხო თამაში ლუქსემბურგში ზუსტად 1 კვირაში გაიმართება. "დუდელანჟი" "არარატს" 29 აგვისტოს უმასპინძლებს.