Belive

არანორმალური შედეგი | რეალის წარმოუდგენელი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, მადრიდის რეალმა იუვენტუსს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა ვინისიუსმა გაუკეთა.

ამ გამარჯვებით, მადრიდის რეალის რეკორდული სვლა ჩემპიონთა ლიგაზე გრძელდება - საქმე იმაში მდგომარეობს, რომ უკვე ზედიზედ მეშვიდე სეზონია, კერძოდ კი 38 მატჩი, რაც მადრიდის რეალი, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლს იტანს.

მათ ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში, გოლის გატანა, 2018 წელს ცსკა-ს წინააღმდეგ ვერ შეძლეს.

2018 წელი | რეალი 0:3 ცსკა

აქვე შეგახსენებთ, რომ 'სამეფო კლუბს' ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გამორჩეულად გამოსდის. მათ ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტიტული 15-ჯერ აქვთ მოგებული, ეს ყველაფერი კი ბოლოს 2023/2024 წლების სეზონში შეძლეს.

სხვა სტატიები