Belive

"არანაირი 100 მილიონის შეთავაზება ჩვენ არ გაგვიკეთებია" - ფენერბაჰჩე

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო დღეებში არაერთი მედიის წარმომადგენელი რაფა ლეაოს ფენერბაჰჩეს უკავშირებდა და კონკრეტული თანხაც კი დასახელდა, თუ რამდენს იხდიდა თურქული გრანდი მის სანაცვლოდ, ეს 100 მილიონი ევრო გახლდათ.

ფეხბურთელთან დაკავშირებულმა ჭორებმა მედიაში ყველაფერი გადაფარა და ფენერბაჰჩეს წარმომადგენლებიც ალბათ ძალიან შეაწუხა, ამიტომაც მათ განცხადების გამოქვეყნება გადაწყვიტეს.

თურქული გუნდის პოსტი სოციალურ ქსელში:

დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩვენი კლუბის მიერ შტუტგარტში მოთამაშე ერმედინ დემიროვიჩის მიმართ ინტერესის შესახებ სრულიად უსაფუძვლოა. ფენერბაჰჩეს სპორტულ კლუბს არ განუხორციელებია არანაირი მცდელობა აღნიშნული ფეხბურთელის ტრანსფერზე.

ანალოგიურად, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ ჩვენ რაფაელ ლეაოს დაახლოებით 100 მილიონი ევროს შეთავაზება გავუკეთეთ, ტრანსფერის საფასურისა და ხელფასის ჩათვლით. არც ფეხბურთელს და არც მის კლუბს ასეთი შეთავაზება არ გაუკეთებიათ.

ჩვენი ერთადერთი ყურადღება უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გორნიკ ზაბრჟესთან საპასუხო მატჩზე და შემდეგ რაუნდში გასვლაზეა გამახვილებული.

ამ პერიოდში, პატივისცემით გთხოვთ, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა ყურადღება არ მიაქციონ სპეკულაციურ საინფორმაციო ცნობებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ყურადღების გადატანას შეუსრულებელი ტრანსფერების მცდელობების რეალურ ფორმატში წარმოჩენით ან იმ მოთამაშეებზე ფოკუსირებით, რომლებიც ჩვენს დღის წესრიგში არ არიან. ჩვენ პატივისცემით ვაცნობთ ამ ინფორმაციას საზოგადოებას. - ფენერბაჰჩეს ოფიციალური განცხადება