Belive

"არ ვიცი ვითამაშებ, თუ არა" - მსოფლიო ჩემპიონატი მესის გარეშე?!

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, არგენტინა ვენესუელას დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა. მონუმენტალზე, არგენტინული ფეხბურთის მორიგი ისტორია დაიწერა და აღნიშნული დაპირისპირება არგენტინელ ფანებს ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ.

4 სექტემბერს, მონუმენტალზე, ლეო მესიმ დუბლი გაიფორმა და ასე დაემშვიდობა გულშემატკივარს, რომელიც მას აღმერთებს. პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა და ალბისელესტეს ფანებმაც მესის ისეთი გაცილება მოუწყვეს, როგორსაც ლეგენდა იმსახურებს.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ 4 სექტემბერს, ლეო მესი არგენტინის ნაკრების ფორმით საშინაო კედლებში ბოლო მატჩს ჩაატარებდა. ვენესუელასთან საშინაო მატჩი, რომელიც არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესში გამართა, ლეო მესისთვის ბოლო საშინაო მატჩი იყო ეროვნულ ნაკრებში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, აპირებს თუ არა ლეო მესი, მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს. ჟურნალისტებთან საუბარში მესიმ ორაზროვანი განცხადება გააკეთა და მსოფლიოზე თამაში ეჭვქვეშ დააყენა.

როგორც ადრე ვთქვი, არ ვფიქრობ, რომ მორიგ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ. ჩემს ასაკში ლოგიკურია ვიფიქრო, რომ თამაშს ვერ შევძლებ. ყოველდღიურად ვცდილობ, რომ მხნედ ვიყო, თუმცა, უპირველესყოვლისა უმნიშვნელოვანესია, რომ საკუთარ თავთან გულწრფელი ვიყო.

როდესაც თავს კარგად ვგრძნობ, ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებ. მაგრამ, როდესაც კარგად არ ვარ, თამაში უდიდესი ბრძოლაა - სწორედ ესაა მიზეზი. მირჩევნია იქ არ ვიყო. ასე, რომ ვნახოთ რა იქნება. მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მატჩიდან მატჩამდე სეზონს დავასრულებ, შემდეგ პრესეზონი და კიდევ 6 თვე მრჩება. იმედია MLS-ის სეზონს კარგად დავასრულებ, კარგი პრესეზონი მექნება და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. - ლეო მესი.

ლეო მესი ალბისელესტეს ღირსებას 2005 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში ნაკრებში ჩატარებულ 194 მატჩში, 114 გოლი გაიტანა. ნაკრებთან ერთად, მესი 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ასევე 2021 და 2024 წლებში მესიმ კოპა ამერიკა მოიგო.

სხვა სტატიები