"არ მჯერა, რომ ასეთი გოლის გატანა შევძელი" - ალეხანდრო გარნაჩო
პრემიერ ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში, "ევერტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება შედგა. "გუდისონ პარკზე" გამართული მატჩი, მასპინძლების მარცხით 0:3 დასრულდა.
"ევერტონის" კარში გატანილი პირველი გოლის ავტორი ალეხანდრო გარნაჩო გახდა, რომელმაც მე-3 წუთზე, ფანტასტიკური გოლი გაიტანა და ფანები აღაფრთოვანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გარნაჩომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოლის გატანის მომენტი არ დაუნახავს და მხოლოდ ფანების რეაქციის შემდეგ მიხვდა, რომ "ევერტონის" კარი აიღო.
სიმართლე გითხრათ, არ მჯერა. არ დამინახავს, თუ როგორ გავიტანე გოლი, უბრალოდ გულშემატკივრების რეაქციის შემდეგ მივხვდი. ჯერ კიდევ ნოემბერია, მაგრამ შესაძლოა ეს სეზონის საუკეთესო გოლი იყოს. - ალეხანდრო გარნაჩო.
🚲 Alejandro Garnacho on his goal: “I can't believe it to be honest. I said: oh my God!”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 26, 2023
“I can't believe it to be honest. I didn’t see how I scored, I just listened to the crowd… it's still November, but probably one of goals of the season”, told Sky Sports. pic.twitter.com/rJD6QuN3Nf