ანტვერპენთან მატჩში ირაკლი აზაროვი შახტარის ძირითად შემადგენლობაშია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ,,ანტვერპენი'' დონეცკის ,,შახტარს'' უმასპინძლებს. მატჩი 20:45 საათზე დაიწყება.
უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა ირაკლი აზაროვი. კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლიეშვილი კი სათადარიგოთა სკამზეა.
ქართველი ფეხბურთელების დებიუტი ლიგაზე გასულ ტურში, ,,პორტუსთან'' შეხვედრაში შედგა - აზაროვი მატჩში 65-ე წუთზე ჩაერთო, გოჩოლეიშვილი კი 76-ეზე.
პირველი ტურის შემდეგ ,,ანტვერპენი'' და ,,შახტარი უქულოდ არიან და ჯგუფში მე-3 და მე-4 ადგილს იკავებენ.
⚒ Our line-up for the @ChampionsLeague match vs Antwerp ⭐️
— FC SHAKHTAR ENGLISH (@FCShakhtar_eng) October 4, 2023
🙌🏻 Go, #Shakhtar! 🧡
⏰ 19:45 (18:45 CET)#AntwerpShakhtar | #UCL pic.twitter.com/T395zLYi56