უეფას სუპერთასის ფინალის მოგების აღსანიშნად მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა საკუთარ ოფიციალურ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე გრიზმანი სამეფო ტახტში ზის და მას გვირგვინს მადრიდის "რეალის" კაპიტანი, სერხიო რამოსი ადგამს.
სუპერთასის ფინალში "ატლეტიკომ" "რეალი" დამატებით დროში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. რამოსმა ძირითად დროში პენალტის გამოყენება შეძლო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონმა გრიზმანმა მოედანი 57-ე წუთზე უგოლოდ დატოვა.