Belive

ანტონი: ,,თებერვლიდან ვამბობ, რომ აიაქსიდან წასვლა მსურს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,აიაქსის'' შემტევმა, ანტონიმ, ფაბრიციო რომანოსთან საუბრისას დაადასტურა, რომ ამსტერდამული გუნდიდან წასვლა სურს:

,,კლუბთან შეხვედრისას გუნდიდან ნაადრევად წასვლის სურვილი გამოვთქვი. ,,აიაქსისგან'' უარი მივიღე იმ არგუმენტით, რომ მათ ჩემს შესაცვლელად მხოლოდ 5 დღე აქვთ.

გუნდს უბრალოდ გაშვებას არ ვთხოვ. ვთხოვ, რომ ერედივიზიონისთვის რეკორდულ ფასად გამყიდონ. ამაზე თებერვლიდან ვსაუბრობ, რათა კლუბს ჩემი შემცვლელი ადვილად ეპოვნა.

სატრანსფერო ფანჯრის დროს ,,აიაქსმა'' კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ წასვლა მინდოდა,'' - განაცხადა ანტონიმ.

ანტონის გადაბირებით ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ინტერესდება. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ,,აიაქსმა'' ,,წითელი ეშმაკების'' 90-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა.

22 წლის ბრაზილიელმა გასულ სეზონში ამსტერდამული გუნდის მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები