Belive

ანტირეკორდი გრძელდება - ბოლივიას მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად 67 მატჩია არ მოუგია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში ბოლივიის ნაკრები ურუგვაისთან სტუმრად 0:3 დამარცხდა.

შედეგად, შესარჩევ ეტაპზე ბოლივიელთა ანტირეკორდი კიდევ ერთი შეხვედრით გაგრძელდა - სამხრეთ ამერიკელებს მეტოქის მოედანზე უკვე 67 მატჩია არ მოუგიათ (58 წაგება, 9 ფრე).

ბოლივიის ნაკრებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ბოლოს 1993 წელს, ვენესუელას წინააღმდეგ, 7:1 იმარჯვა.

6 ტურის შემდეგ, ანტონიო კარლოს ზაგოს გუნდს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა (ბოლო ადგილზე 2 ქულით პერუა).