Belive

ანრი, ბერკამპი, ვიეირა | ლეგენდები არსენალის შესაძენად გაერთიანდნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ტიერი ანრი, დენის ბერკამპი და პატრიკ ვიეირა "არსენალი" შესაძენად გაერთიანდნენ. ლეგენდებმა ერთობლივი ძალებით გადაწვიტეს სტენ კროენკესგან ჩრდილო-ლონდონური გრანდის გამოსყიდვა. სამივე მათგანი "არსენალის" ტრიუმფალური სეზონის მთავარ სემოქმედ გმირებად ითვლებიან და კლუბის ლეგენდის სტატუსით სარგებლობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტრიო, მილიარდერ დანიელ ეკთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. ანრი, ბერკამპი, ვიეირას ტრიოს მიერ, ეკთან გამართული მოლაპარაკებებისა და "არსენალის" შეძენის სურვილის თაობაზე, ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. პოტენციური ინვესტორის მიერ, კლუბის შეძენის დროს, ლეგენდარული ფეხბურთელების გამოყენება ნაცადი და აპრობირებული მეთოდია. ფანების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ტიერი ანრის, დენის ბერკამპისა და პატრიკ ვიეირას ავტორიტეტის გამოყენება, დანიელ ეკს სოლიდურ უპირატესობას მიანიჭებს. ცნობილია, რომ ეკს სამეულთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და უდიდესი ალბათობით ერთობლივი ძალებით ეცდებიან "არსენალის" შეძენას.


1111

"არსენალის" ფანებმა კროენკეს მიმართ უკმაყოფილება არაერთ შემთხვევაში გამოთქვეს. გულშემატკივრების აღშფოთება ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეამ და მასში "არსენალის" მონაწილეობამაც გამოიწვია. ფანების პროტესტს "მეთოფეების" ლეგენდა ტიერი ანრიც შეუერთდა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ეს კლუბი გულშემატკივრებს ეკუთვნის. მიყვარს "არსენალი" და ყოველთვის მეყვარება. სიცოცხლის ბოლომდე ამ კლუბის გულშემატკივარი ვიქნები, თუმცა უკანასკნელ პერიოდში "არსენალს" ვერ ვცნობ. არ მესმის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება - ისინი ცდილობენ "არსენალი" გააწევრიანონ დახურულ ლიგაში და ეს ფაქტი აღმაშფოთებელია." "ისინი "არსენალს" უძღვებოდნენ, როგორც კომპანიას და არა, როგორც საფეხბურთო კლუბს. შესაძლოა ეს ყველაფერი ფეხბურთის ძირითადი პრინციპების არცოდნამ ან საკმაოდ დიდ თანხებთან კავსირმა გამოიწვია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მათ მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს." "გადაწყვეტილებას ყოველთვის ფანები იღებენ. ეს ყველაფერი ევროპის სუპერ ლიგის შემთხვევაში კარგად გამოჩნდა. სწორედ ფანების პროტესტის გამო არ განხორციელდა ეს პროექტი. ფანებს ყოველთვის უნდა მოუსმინო", - აღნიშნა ტიერი ანრიმ. 
"არსენალის" გარშემო შექმნილ ვითარებას, დანიელ ეკიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "მეთოფეებს" ბავშვობიდან გულშემატკივრობს და სიამოვნებით გახდება კლუბის ახალი მფლობელი.

სხვა სტატიები