Belive

ანდრია მაქსიმოვიჩი: "იამალს დავუმტკიცებ, რომ მე უკეთესი ფეხბურთელი ვარ..."

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში, კატალონიის "ბარსელონა" "ცრვნა ზვეზდას" ესტუმრება.

მართალია, რომ ბრწყინვალე ფორმის მიუხედავად, კატალონიელებს ბელგრადში მარტივი მატჩი ნამდვილად არ ექნებათ, რადგან იქ თამაში ყველა გუნდისთვის ნამდვილი "ჯოჯოხეთია".

ამ მატჩს კიდევ უფრო მეტ ხიბლს ის ფაქტი სძენს, რომ "ცრვენა ზვეზდას" 17 წლის შემტევმა ნახევარმცველმა - ანდრია მაქსიმოვიჩმა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლამინე იამალის მიმართ ირონიულად ისაუბრა და მას პირადად მიმართა, რომ ამ მატჩში ნახავს ყველა, თუ ვინაა ნამდვილი ვარსკვლავი.

"ხვალ გავალ და ლამინ იამალს ვაჩვენებ, რომ მასზე უკეთესი ვარ. ასევე ვგეგმავ, რომ მასთან მაისური გავცვალო. ის დიდებული მოთამაშეა, თუმცა მინდა დავამტკიცო, რომ მე უფრო დიდი პოტენციალი მაქვს..." - ანდრია მაქსიმოვიჩი

ანდრია მაქსიმოვიჩი 2007 წელს სერბეთში დაბადებული ფეხბურთელია, რომელიც უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს. მას ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალებაც უკვე მიეცა და ცდილობს, რომ ეროვნულ ნაკრებში თავი დაიმკვიდროს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, კატალონიის "ბარსელონა" "ცრვენა ზვეზდას" ესტუმრება. მატჩი 6 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები