Belive

ანდრია ბართიშვილის სატრანსფერო ღირებულება თითქმის გაორმაგდა - Transfermarkt

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი, ახლახანს გადავიდა ფოთის კოლხეთიდან ლონდონის არსენალში და მისი სატრანსფერო ღირებულება ოფიციალურად 1 მილიონი ევროთი გაიზარდა. მისი საბაზრო ღირებულება იჯარით იბერია 1999-ში თამაშისას 1.5 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ დღეს Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით, 2.5 მილიონ ევროა.

ლონდონის არსენალმა ქართველი ფეხბურთელი 4.5 მილიონ ევროდ შეიძინა და 2027 წლის ზაფხულში, როდესაც ანდრია 18 წლის გახდება მეთოფეებში ითამაშებს.

ანდრია ბართიშვილის სატრანსფერო ღირებულება | Transfermarkt

ანდრია ბართიშვილი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და ამჟამად ფოთის კოლხეთი 1913-ს ეკუთვნის. ის იჯარით იბერია 1999-ის შემადგენლობაში თამაშობს. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ანდრია ბართიშვილს 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლი (7 U17/ 2 U19) გატანილი.

იბერია 1999-ში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა უფიქსირდება, ხოლო ფოთის კოლხეთში 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.