Belive

ანდრე ვილაშ-ბოაში პორტოს ახალი პრეზიდენტია

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანდრე ვილაშ-ბოაში "პორტოს" ახალი პრეზიდენტია. კლუბის მმართველი ორგანოების არჩევნებში მან ყველაზე მეტი ხმა მიიღო და კლუბს 2024-2028 წლების განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ვილაშ-ბოაშის კონკურენტი არჩევნებში, ხორხე პინტო და კოსტა იყო, რომელიც გუნდს 1982 წლიდან ხელმძღვანელობდა.

პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში "პორტოს" მთავარი მწვრთნელი 2010/11 წლებში იყო და იქ მან ევროპა ლიგის მოგება მოახერხა.