ანდრე ონანა ინტერში ითამაშებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო, რომელიც სატრანსფერო სიახლეებზე მუშაობს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 26 წლის კამერუნელი მეკარე, რომელიც ამჯერად "აიაქსში" ირიცხება, მილანური კლუბის "ინტერის" ფეხბურთელი გახდება. რომანოს ინფორმაციით, კამერუნელმა ფეხბურთელმა და იტალიურმა კლუბმა კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და იანვრიდან ონანა "ინტერში" ითამაშებს.
კამერუნელი მეკარე 2022 წელს (2022/2023 წლების სეზონს) მთლიანად იტალიურ გრანდში გაატარებს თავისუფალი აგენტის სტატუსით. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 28 წლის ონანას შეძენით, კატალონიის "ბარსელონა" იყო დაინტერესებული, თუმცა კატალონიელებმა მის შეძენაზე უარი განაცხადეს. ონანა 2016 წლიდან "აიაქსის" რიგებში ირიცხება და მას ჯამში 142 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც შეეხება კამერუნის ეროვნულ ნაკრებს, მან ნაკრებში 2016 წლიდან დღემდე 18 მატჩი ჩაატარა.André Onana will sign his contract as new Inter player in the next weeks [January] - not in December. He’s joining Inter in June 2022 as free agent, never been in doubt 🤝🇨🇲 #Inter Barcelona are not an option for Onana - he’ll join Inter for 2022/23 season. Here we go confirmed. pic.twitter.com/14WezMsoXL — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 21, 2021