Belive

ანდრე გრეიმ რეგულაციები დაარღვია: ხალხმრავალი იუბილე პრემიერლიგაში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, "უოტფორდის" თავდამსხმელ ანდრე გრეის კორონავირუსის პანდემია არ აღელვებს. პრემიერლიგაში მოთამაშე თავდამსხმელი 26 ივნისს 29 წლის გახდა და იუბილე ყოველგვარი რეგულაციების მიუხედავად არაერთი სტუმრის გარემოცვაში აღნიშნა. საზეიმო საღამოზე, რომელიც გრეის სახლში შედგა, თავი 20-ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა, მათ შორის მისმა თანაგუნდელებმაც. ინგლისში ჯერ კიდევ მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ექვს ადამიანზე მეტის შეკრება დახურულ სივრცეში დაუშვებელია. გარდა ამისა, უშუალოდ პრემიერლიგის ფეხბურთელებს განსაკუთრებული მითითება აქვთ მიღებული, რომელიც მათ ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდებას ავალდებულებს. ინგლისის ელიტარული დივიზიონის 32-ე ტურის შეხვედრაში "უოტფორდი" - "საუტჰემპტონს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები