ანჩელოტი: ,,სიტი ამ მომენტში ევროპის საუკეთესო გუნდია''
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელიტიმ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' მატჩის წინ განაცხადა, რომ გვარდიოლას ახლა ევროპის საუკეთესო გუნდი ჰყავს:
,,ჩვენ ახლოს ვართ, გავაკეთოთ რაღაც მნიშვნელოვანი, ისევე როგორც გასულ სეზონში. ძალიან მოტივირებულები ვართ. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ეს გვეხმარება, რომ საუკეთესოები ვიყოთ. წინა შეხვედრასთან შედარებით, გარკვეული დეტალების გაუმჯობესება გვსურს. ,,სიტის'' ამ მომენტში ევროპის საუკეთესო გუნდი ჰყავს და მათთან დაპირისპირება საინტერესოა.
ჩვენ მხოლოდ ჰოლანდზე არ ვფიქრობთ. აქ დე ბრუინე, გიუნდოგანი, მაჰრეზი და სხვები არიან. ჩვენთვის ერთი რამაა ცხადი, თუ მათ გოლი უნდა გაიტანონ, დაე, ეს მატჩის სტარტზევე იყოს, ასეთ შემთხვევაში რეაგირებისთვის უფრო მეტი დრო გვექნება.
აქ ყოფნა ძალიან გვიხარია, მაგრამ ისეთი გუნდისთვის, როგორიც ,,რეალია'', ეს საკმაოდ ნორმალურია - 13-დან 11-ჯერ ნახევარფინალში გავედით. მესიჯი ფეხბურთელებს? მინდა ვნახო გუნდი, რომელიც თამაშს კარგად წაიკითხავს, მათ უნდა იცოდნენ, რომ სირთულეები გველის.
მოგება პენალტების სერიაში? ამაზე არ ვფიქრობთ. თერთმეტმეტრიანების სერიისთვის მომზადება არ შეგვიძლია, რადგან ატმოსფეროს გამეორება ძალიან რთულია,'' - განაცხადა ანჩელოტიმ.
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,მანჩესტერ სიტი” მადრიდის ,,რეალს” უმასპინძლებს.
გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.