ანჩელოტი: ,,შეუძლებელია იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეულის დასახელება, ვინც გამიწვრთნია''
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გარი ლინეკერთან ინტერვიუში კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ ვერ დაასახელებს იმ ფეხბურთელებისგან შემდგარ თერთმეტეულს, ვისთან ერთადაც კარიერის განმავლობაში უმუშავია:
,,ხანდახან მთხოვენ, ჩემი საუკეთესო თერთმეტეული დავასახელო, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ეს უბრალოდ შეუძლებელია.
მაგალითად, დავიწყოთ მეკარეებით - პერუცი, დიდა, ჩეხი, ნოიერი, კასილასი, კურტუა. და ვიღაც მავიწყდება... ბუფონი, რომელიც პარმაში მყავდა.
ახლა მცველები - ინგლისში ტერი და კარვალიუ, იაპ სტამი, მალდინი, ნესტა, სერხიო რამოსი, პეპე, ვარანი. დაუჯერებელია...
რაც შეეხება ნახევარმცველებს - პირლო, ხაბი ალონსო, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ლამპარდი, ბალაკი, ესიენი, არტურო ვიდალი, ზეედორფი, გატუზო, ამბროზინი.
თავდამსხმელები? მხოლოდ გარი ლინეკერი მაკლდა (იცინის).'' - კარლო ანჩელოტი
ანჩელოტის ლინეკერმა უპასუხა, რომ მისი ფორვარდების სიაში ვერც კი მოხვდებოდა.
იტალიელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა 1995 წელს რეჯანაში დაიწყო. მას შემდეგ კარლომ პარმაში, იუვენტუსში, მილანში, ჩელსიში, პსჟ-ში, რეალში (2-ჯერ), ბაიერნში, ნაპოლიში და ევერტონში იმუშავა, ახლა კი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
🚨 Carlo Ancelotti Ep Is Now LIVE 🚨
— The Rest Is Football (@RestIsFootball) November 12, 2025
🧠 Coaching The Worlds Best
🏆 5 Champions Leagues
🏴 The Truth About Jude@GaryLineker is interviewing one of the greatest managers ever in the latest show below! 👇https://t.co/hMQpAsE5hD pic.twitter.com/4y65rfjHuy