Belive

ანჩელოტი: ,,რეალი ატლეტიკოსთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში იყო''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ატლეტიკოსთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ამიტომ ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ. პირველ ტაიმში ვინისიუსს თამაში უფრო გაუჭირდა, მაგრამ მეორეში საკვანძო როლი შეასრულა, მეტოქის კარს გამუდმებით ემუქრებოდა და ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

რეალი, ატლეტიკოსთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში იყო, რადგან მეტოქეს მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა ჰქონდა. თუმცა, ჩვენმა გუნდმა იბრძოლა და არც დამატებით დროში დაღლილა.

ლა ლიგაში დაცვაში საიმედოდ ვთამაშობთ, რასაც სათასო შეხვედრებზე ვერ ვიტყოდი. ატლეტიკო ბევრ გოლს იტანს, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. გოლები გავუშვით, მაგრამ ჩვენც ბევრი გავიტანეთ. - კარლო ანჩელოტი

კოპა დელ რეის მერვედფინალში ,,ატლეტიკომ'' ,,რეალს'' უმასპინძლა და დამატებით დროში 4:2 დაამარცხა.

გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ერთი კვირის წინ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალშიც ითამაშეს, სადაც ,,სამეფო კლუბმა'' მეტოქეს ასევე დამატებით დროში მოუგო.

სხვა სტატიები