Belive

"ანჩელოტი ნეიმარის გამოძახებას არ განიხილავს" - ბრაზილიური მედია

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნეიმარი უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბრაზილიური სპორტული მედიის სპეკულაციების ეპიცენტრშია. ბრაზილიაში არ წყდება აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, უნდა გამოიძახოს თუ არა ის კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებში.

აღნიშნულ საკითხს sportv ეხმაურება, რომელიც აღნიშნავს, რომ იტალიელი სპეციალისტი ნეიმარის გამოძახებას არ განიხილავს და არც ის ესმის, თუ რატომ უნდა შეიყვანოს განაცხადში!

კარლო ანჩელოტი მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ნეიმარის გამოძახებას არ განიხილავს. იტალიელი სპეციალისტი უკანასკნელი თვეების განმავლობაში სანტოსის ათიანს აქტიურად აკვირდებოდა, მაგრამ მიზეზი ვერ იპოვა, რის გამოც ნეიმარის გამოძახებაა საჭირო. ანჩელოტის უბრალოდ არ ესმის, თუ რატომაა ნეიმარის გარშემო ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ღირსებას 2010 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 128 მატჩში, 79 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები