ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო - ის "დინამო თბილისს" უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.
როგორც ცნობილია, 27 წლის ნახევარმცველი "დინამო ბათუმთან" წაგებულ მატჩში (0:1) დაშავდა. ჯანო "ბათუმი არენაზე" გამართულ საოცარ მატჩში მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა.
ანანიძემ "საბურთალოსთან" "დინამო თბილისის" მოგებული (4:0) შეხვედრა უკვე გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ის გუნდს.