ამ ისტორიული შედეგით, ბელინგემმა ჰარი კეინსა და გარი ლინეკერს გაასწრო
გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, სადაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს ინგლისი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა მუნდიალების ისტორიაში. "სამმა ლომმა" საფრანგეთი 6:4 დაამარცხა.
ეს თამაში ისტორიული აღმოჩნდა ჯუდ ბელინგემისთვის, რომელმაც საფრანგეთის კარში გატანილი გოლით, ინგლისის ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატებზე, ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. კერძოდ - ბელინგემი გახდა პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ გათამაშებაში 7 გოლი გაიტანა.
ამ მიღწევით, მან ჰარი კეინისა და გარი ლინეკერის შედეგი გააუმჯობესა, რომლებსაც აქამდე, ერთ კონკრეტულ მუნდიალზე 6-6 გოლი ჰქონდათ გატანილი. ლინეკერმა ეს 1986 წლის მსოფლიოზე გააკეთა, ხოლო კეინმა, ამ შედეგს ორჯერ, 2018 და 2026 წლებში მიაღწია.
🚨 RECORD : Jude Bellingham est le MEILLEUR BUTEUR DE L'HISTOIRE de l'Angleterre sur une seule Coupe du Monde. ✅🤯
— Bellingham Xtra (@BellinghamXtra_) July 18, 2026
LE MEILLEUR MILIEU DU MONDE. 👑 pic.twitter.com/b6BGdtb7Tw
ჯუდ ბელინგემმა ამ მსოფლიოზე ჯამში, 5 ნაკრებს გაუტანა და ორჯერ დუბლიც შეასრულა. მისი მონაგარი ასე გამოიყურება.
ინგლისი VS ხორვატია - 1 გოლი
ინგლისი VS პანამა - 1 გოლი
ინგლისი VS საფრანგეთი - 1 გოლი
ინგლისი VS მექსიკა - 2 გოლი
ინგლისი VS ნორვეგია - 2 გოლი