Belive

,,ამ ბრძოლაში დავმარცხდი'' - ვოიცეხ შჩესნი სიგარეტის მოწევაზე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ, ESPN-თან ინტერვიუში თქვა, რომ სიგარეტთან ბრძოლაში დამარცხდა და სხვებს მოუწოდა, მისი მაგალითი არ გაიმეორონ.

,,არსებობს თამაშის გარკვეული ასპექტები, რაშიც შემიძლია, რომ ახალგაზრდებისთვისა და თანაგუნდელებისთვის შესანიშნავი მაგალითი ვიყო.

თუმცა, ჩემს კარიერაში არის რაღაცები, რაც უმჯობესია, რომ არავინ გაიმეოროს. რაღაც მხრივ, მისაბაძი მაგალითი არ ვარ, მაგრამ, ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო.

რაც შეეხება სიგარეტის მოწევას, გთხოვთ, ნუ გაიმეორებთ ჩემს მაგალითს და ამას ნუ გააკეთებთ... ამ ბრძოლაში დავმარცხდი. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მავნე ჩვევამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ამ ბრძოლას უბრალოდ ვაგებ და ჩემს გზას ნუ აირჩევთ...'' - ვოიცეხ შჩესნი

გასული წლის 27 აგვისტოს შჩესნიმ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ,,ბარსელონას'' მეკარემ, ტერ შტეგენმა, მძიმე ტრავმა მიიღო, კატალონიური გუნდი სწორედ პოლონელს დაუკავშირდა და მასთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები