4 ახალი შენაძენი - ერთ-ერთი ევროპა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონამ", საკუთარი ფეხბურთელები ევროპა ლიგის განაცხადში დაარეგისტრირა. განაცხადში ვერ მოხვდა 38 წლის ლეგენდარული მარჯვენა მცველი - დანი ალვეში. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესრულებული ტრანსფრებიდან (დანი ალვეში, ადამა ტრაორე, ობამეიანგი და ფერან ტორესი), მხოლოდ 3 ფეხბურთელის რეგისტრაციის უფლება ჰქონდა, როგორც ჩანს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დანი ალვეში დარჩა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა", ევროპა ლიგის 1/16 ფინალში "ნაპოლის" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 17 თებერვალს ბარსელონაში, ხოლო საპასუხო მატჩი 25 თებერვალს ნეაპოლში გაიმართება.Official. Barcelona excluded Dani Alves from Europa League list. ❌🇧🇷#FCB Barça were only allowed to register three new signings - so they decided to go for Adama, Aubameyang and Ferran Torres. pic.twitter.com/cdoS7IHzmg — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 2, 2022