Belive

ალვარო არბელოა: "ჩემს მომავალზე საერთოდ არ ვნერვიულობ"

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ალვარო არბელოა გუნდთან ერთად მის მომავალზე საუბრობს.

"ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. საერთოდ არ ვნერვიულობ ჩემს მომავალზე. ვნერვიულობ დარჩენილი 7 მატჩზე, განსაკუთრებით კი უახლოეს შეხვედრაზე.

ეს 7 მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიძლება ჩანდეს. ალავესთან შეხვედრაში ჩვენი ღირებულება უნდა დავამტკიცოთ. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და მჯერა, რომ მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი მადრიდის რეალისთვის", - ამბობს ალვარო არბელოა.

მადრიდის რეალი ლა ლიგაში 31 ტურის შემდეგ 70 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ბარსელონას 9-ით ჩამორჩება.

სხვა სტატიები