Belive

ალფონსო დევისი: "მუნდიალზე მიღებულ თანხას ქველმოქმედებას მოვახმარ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" და კანადის ნაკრების მარცხენა მცველმა, ალფონსო დევისმა გადაწყვიტა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამომუშავებულ სრულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.
"კანადამ მე და ჩემი ოჯახი მიგვიღო და უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მოგვცა. კანადამ მომცა საშუალება მეცხოვრა ჩემი ოცნებებისთვის. განსაკუთრებული პატივია კანადისთვის თამაში და მინდა მის წინაშე ვალი მოვიხადო. ამიტომაც მე გადავწყვიტე, რომ ის თანხა, რომელსაც წლევანდელ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვიმუშავებ, სრულფასოვნად ქველმოქმედებას მოვახმარო", - თქვა ალფონსო დევისმა.
მუნდიალი ყატარში გაიმართება და 21 ნოემბერს დაიწყება. კანადის ნაკრები ჯგუფში ბელგიის, ხორვატიის და მაროკოს ნაკრებებთან ერთად იმყოფება.

სხვა სტატიები