Belive

ალისონი ბარსელონას ანტირეკორდის უშუალო მონაწილეა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა ლივერპულში, სადაც ადგილობრივმა "ლივერპულმა" "ბარსელონა" 4:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელმაც ფლეი ოფში ზედიზედ 2-ჯერ გაანიავა სამბურთიანი უპირატესობა. შეგახსენებთ, რომ შარშან "ბარსელონა" 1/4 ფინალში "რომასთან" 4:1 გამარჯვების შემდეგ რომში 3:0 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ შარშან "რომას" ისევე როგორც წელს "ლივერპულის"კარს ალისონ ბეკერი იცავდა. ასე რომ ბრაზილიელი მეკარე შეგვიძლია "ბარსელონას" ანტირეკორდის სრულფასოვან მონაწილედ მივიჩნიოთ.

სხვა სტატიები