Belive

ალესანდრო ბასტონი: "როგორ გავაჩეროთ კრიშტიანუ? ნეტავ ეს ვიცოდე"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერის" მცველმა ალესანდრო ბასტონიმ ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს შეჩერების გზებზე ისაუბრა. "იუვენტუსი" მრავალი წლის განმავლობაში იმარჯვებდა იტალიის ჩემპიონატში. ჩვენი გზა "სკუდეტოს" დაპყრობისკენ დაიწყო შარშან, კონტეს მოსვლის შემდეგ. გვინდა გავიზარდოთ. შევეცდებით "იუვენტუსი" რთულ მდგომარეობაში ჩავაგდოთ. ბევრს ვთამაშობთ და ცხრილს არ ვუყურებთ. "იუვენტუსი" არის სკუდეტოს ფავორიტი? რა თქმა უნდა. დიახ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ბატონობდა ჩემპიონატში. როგორ გავაჩეროთ კრიშტიანუ რონალდო? ნეტავ ეს ვიცოდე... ჩვენ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ გუნდური მუშაობა უნდა ვაჩვენოთ", - თქვა 21 წლის იტალიელმა Tottomercato-სთან საუბრისას. სერია A-ს მე-18 ტურის შეხვედრაში, "ნერაძური" და "ბაინკონერი" ერთმანეთს, 17 იანვარს დაუპირისპირდებიან. 17 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, "ინტერმა" 37 ქულა დააგროვა და, ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო "ბებერი ქალბატონი" (16 მატჩში დაგროვილი 33 ქულით) მეოთხეა.  

სხვა სტატიები