Belive

ალექსანდრე ფეიქრიშვილი დინამო კიევის ფეხბურთელია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი 18 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილი კიევის "დინამოს" ფეხბურთელია. ცენტრალურმა ნახევარმცველმა უკრაინულ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალექსანდრე ფეიქრიშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანია. ის "დინამო თბილისის" აღზრდილია და ძირითადად მეორე გუნდში თამაშობდა, სადაც 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 9 გოლი და გააკეთა 4 შედეგიანი გადაცემა.