Belive

ალექსანდერ-არნოლდმა დაცვა აიყვანა | ფეხბურთელს ფანატი ქალი დასდევს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" მარჯვენა მცველს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს უკიდურესი ზომების მიღება მოუხდა, რადგან ფანი ყველგან დაჰყვება. ინგლისელმა ფეხბურთელმა ამის გამო პირადი მცველი დაიქირავა.

The Sun-ის ცნობით, გულშემატკივარი ლივერპულის ფეხბურთელს წელიწადზე მეტია თვალყურს ადევნებს. ქალი მივიდა ტრენტის სახლში, გამოჩნდა მის საყვარელ რესტორნებში და კლუბის ბაზაზეც კი. ლივერპულის ხელმძღვანელობამ იცის სიტუაცია და ცდილობს ფეხბურთელის დახმარებას. ტრენტმა შეცვალა ტელეფონის ნომერი, დაამონტაჟა ვიდეო თვალთვალის სისტემები და სახლის სიგნალიზაცია, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ფანატმა ქალმა ფეხბურთელის ახლობლებსაც მისწერა.

წყაროს ინფორმაციით, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ტრენტზე ასეთი ტიპის ძალადობა ხორციელდება. ქალი "ატერორებს" მას და მის ოჯახს შეტყობინებების გაგზავნით, გაუთავებლად რეკვითა და ჩეშირის სახლში სასტიკი შინაარსის წერილებისა და უხამსობის გაგზავნით.