უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "იუვენტუსი" სტუმრად "აიაქსს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმიანო ალეგრიმ ამსტერდამელებთან დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"კრიშტიანუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სხვა დონეზეა. მისი მოძრაობები ყველასგან განსხვავებულია. საოცარია, თუ როგორ იჭერს რონალდუ განსაკუთრებულ მომენტებს," - თქვა ალეგრიმ.