Belive

ალეფ სანტოსმა გორის დილა დატოვა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალეფ სანტოსმა გორის "დილა" დატოვა. ბრაზილელი ფეხბურთელი ,,დილას" ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა, ამ დროში 3 ჯერ შეძლო ,,ეროვნულ ლიგაში" საპრიზო ადგილების დაკავება, ის ასევე იყო გორის კლუბის ვიცე კაპიტანი.

კლუბის მაისურით, ყველა ტურნირზე, ჯამში 136 მატჩი ჩაატარა გაიტანა 9 გოლი და გააკეთა 6 საგოლე პასი.

ალეფ სანტოსი გორის "დილას" დაემშვიდობა

4.5 სეზონის შემდეგ დილაში, გემშვიდობებით და მივდივარ ამაყი იმით რაც ამ პერიოდში ერთად შევქმენით. მადლობა გორელ გულშემატკივარს მათი სიყვარულისთვის და კლუბში მომუშავე არაჩვეულებრივ პროფესიონალებს, დაწყებული პრეზიდენტიდან მრეცხავი ქალით დამთავრებული. ძალიან დიდი მადლობა! მე სულ სხვა ადამიანი ვარ იმ ისტორიის შემდეგ რაც ერთად გამოვიარეთ. მადლობა გორის ,,დილას" - ალეფ სანტოსი

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს ბრაზილიელი მცველი კარიერას.