Belive

ალან სენ-მაქსიმენი ალ აჰლის ფეხბურთელია

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნიუკასლის'' ყოფილი ფეხბურთელი, ალან სენ-მაქსიმენი კარიერას ,,ალ აჰლიში'' გააგრძელებს. ინფორმაციას არაბული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

26 წლის შემტევმა ახალ გუნდთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ,,ნიუკასლი'' მის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტს მიიღებს.

,,ალ აჰლიმ'' ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკვე რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გაიფორმა, მათ შორის რობერტო ფირმინო, ედუარ მენდი და რიად მაჰრეზი არიან.

გასულ სეზონში სენ-მაქსიმენმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.