ალ ნასრს ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ირანში ჩასვლა არ სურს
ირანის მიერ ისრაელის დაბომბვისა და ამ უკანასკნელის მხრიდან თავდასხმაზე მკაცრი რეაგირების მუქარის გამო, ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობაა.
სწორედ ამ მიზეზით, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევა უახლოეს მომავალში რეგიონში ჩანიშნულ სპორტულ ღონისძიებებს.
ესპანური მარკას ინფორმაციით, ,,ალ ნასრს'' ირანში გამგზავრება და ჩემპიონთა ლიგის მატჩის თეირანში ჩატარება არ სურს, რადგან გუნდში ფიქრობენ, რომ ამით ფეხბურთელების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ. არაბულ კლუბს ირანულ ,,ესტეგლალთან'' სტუმრად მატჩი 22 ოქტომბერს ელის.
მედიაში ისიც დაიწერა, რომ ,,ალ ნასრის'' ხელმძღვანელობას მატჩის გადადება ან სხვა ქვეყანაში ჩატარება ჯერჯერობით ოფიციალურად არ მოუთხოვია.
თავის მხრივ, ირანში საფეხბურთო მატჩები არ გაუქმებულა, მაგალითისთვის, სამშაბათს ,,სეპაჰანმა'' აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ,,ისტიკლოლის'' (უზბეკეთი) წინააღმდეგ ითამაშა და მატჩის დროს ისრაელისკენ გაშვებული რაკეტებიც გამოჩნდა, თუმცა თამაში შეუფერხებლად გაგრძელდა.
🚨 El conflicto en Oriente Medio ‘amenaza’ a Al Nassr y Cristiano
— Diario AS (@diarioas) October 4, 2024
🇸🇦 Al Nassr, tiene que jugar el próximo 22 de octubre en Irán contra el Esteghlal en la Liga de Campeones de Asia, en pleno conflicto
✍️ @oscargarciadiazhttps://t.co/7MsubUXu42